შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გურამ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს. 1952–1962წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სამინისტროს ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრაზე; 1963–1967წწ. იყო კათედრის ასისტენტი; 1967–1975წწ. მუშაობდა თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილებაში; 1975 წლიდან ამავე ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ძირითადად ეხება კარდიოლოგიურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები. არის ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფილტვების პათომორფოლოგიური ცვლილებები ადამიანის პერინატალურ პერიოდში", დაიცვა 1965 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |