შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
დიმიტრი კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენო–რადიოლოგიის კათედრის ასპირანტი, რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს რენტგენო–რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; მუშაობდა თბილისის თერაპიის ინსტიტუტსა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ამჟამად თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის რენტგენოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის. რენტგენო–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მაჩვენებლები თირეოტოქსიკოზით დაავადებულ ავადმყოფებში რადიოაქტიური J131 მკურნალობასთან დაკავშირებით(სუნთქვითი რენტგენ–ფიმოგრაფიული და სპიროგრაფიული მეთოდებით)", დაიცვა 1968 წელს. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |