The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვლადიმერ კაპანაძე

დაბადების თარიღი:3 სექტემბერი, 1949  (75 წლის)
კატეგორია:ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1974–1978წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1979–1985წწ. თბილისის ცენტრალური სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმის მოადგილე; 1985 წლიდან საქართველოს კურორტების მართვის საბჭოს მთავარი ექიმი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომის, ანგიოპათოლოგიის აქტუალურ საკითხებზე. არის ჯანმრთელობის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მისკლენორის გავლენის მორფოლოგიური საფუძვლები ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის განვითარებასა და რეგრესიაზე", დაიცვა 1979 წელს.