The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ კაპანაძე

დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1924  (101 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე; 1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. განყოფილების გამგე. ავტორია 182 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 6 სადოქტორო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს", დაიცვა 1957 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1966 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი "პათოლოგიურ ანატომიაში"

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია