The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დინარა კასრაძე

დინარა კასრაძე
დაბადების თარიღი:27 დეკემბერი, 1955  (63 წლის)
კატეგორია:პათოლოგ-ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1979წწ. სასწავლო ორდინატურა გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე; 1980-1995წწ. იყო ამავე კათედრის ასისტენტი; 1995-1999წწ. დოცენტი; 1999-2006წწ. აღნიშნული კათედრის პროფესორი; 2004-2011წწ. ამავე უნივერსიტეტის კლინიკური ჩვევების ცენტრის დირექტორი. 2007 წლიდან არის დ. ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის პათოლოგიისა და მორფოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი. ავტორია 97 სამეცნიერო ნაშრომისა ენდოკრინოლოგიის, გერონტოლოგიის, ონკოლოგიის, სამეცნიერო მტკიცებულებათა მხატვრული ასპექტების საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 8 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო. არის ექიმი-პათოლოგანატომი, კლინიკური პათოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1988 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია - 1998 წელს, პროფესორის წოდება მიენიჭა 2001 წელს. 2012 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტმა მიანიჭა სამეცნიერო ექსპერტის წოდება (მელატონინის კვლევის მიმართულებით), 2014 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტმა გადასცა  წმ. ალბერტ დიდის მედალი მედიცინაში. დ. კასრაძე  იყო/არის სხვადასხვა უნივერსიტეტის სამეცნიერო აკადემიური საბჭოსა და ხარისხების მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭოს წევრი, არაერთი სამეცნიერო ჟურნალის რედაქტორი, სარედაქციო საბჭოს წევრი, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დარგობრივი ექსპერტი პათოლოგიურ ანატომიაში.

გამოქვეყნებული აქვს ლექსები, ესსეები რუსთველოლოგიის, ასტროფსიქოლოგიისა და ლიტერატურის საკითხებთან დაკავშირებული, ასევე მხატვრული თარგმანები (1983 წლიდან დღემდე). პირველად მის მიერ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი და გამოქვეყნებული გრიგოლ რობაქიძის რუსულენოვანი ესსეები (1994-2012) და ნიკოლაი გუმილიოვის ლექსები/პოემები (1996-2001 ). გამოქვეყნებული აქვს ლიტველი პოეტების ლექსების თარგმანი (2007-2018); ასევე - გოეთეს, ბაირონის, ლერმონტოვის, ბლოკის, ახმატოვას, მანდელშტამის, ახმადულინას, ევტუშენკოს ლექსების თარგმანი (1988-2010); მოწყობილი აქვს რამდენიმე პერსონალური გამოფენა, სისტემატურად მონაწილეობს ფერწერული ნამუშევრების მოყვარულთა თუ პროფესიონალთა გამოფენებში (1974 წლიდან), მათ შორის: გერმანიაში, რუსეთში, უნგრეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს პრიზები: მნახველთა სიმპათიის (1993), ორიგინალური ტექნიკისთვის (1995), ფერწერის ნომინაციაში (1999), დაჯილდოებულია მრავალი საპატიო სიგელითა და დიპლომით, არის თვითნასწავლ მხატვართა მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და მედლის მფლობელი (1987) და ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალების ლაურეატი (2002, 2005-2006). მისი ნამუშევრების რეპროდუქციები შესულია სხვადასხვა კატალოგში (2000, 2005-2006). ნამუშევრები ინახება სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის მწერალ ტონინო გუერასა და პროფესორ ანტონიო ჯუძიტას კერძო კოლექციებში. დ. კასრაძეს ჩატარებული აქვს ისტორიული სასახლე-მუზეუმების სარესტავრაციო-საექსპოზიციო სამუშაოები (დადიანების სასახლე ზუგდიდში, ერეკლე ბატონის სასახლე თელავში). 70-80-იან წლებში მუშაობდა კულტურის სამინისტროსთან არსებულ საექსპოზიციო-სარესტავრაციო ჯგუფში. მისი მონაწილეობით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები "ექვთიმე თაყაიშვილის ნაკვალევზე", "შორეთა", "აგარა" (1973, რეჟ.: ნ. ბუცხრიკიძე) და "უკვდავი საგანძური" (1976, რეჟ.:  თ. მალანია). იგი ასრულებს ექიმის როლს რეჟისორ გ. ლიფონავას სერიალში "ჩიპსების თაობა" (2008). დ. კასრაძის საექიმო-სალიტერატურო-სახელოვნებო საქმიანობებზე გადაღებულია დოკუმენტური ფილმი საქართველოს ტელესტუდიის (1982) და ტელეკომპანია "პულსის" მიერ (2008). დ. კასრაძის ბიოგრაფია შეტანილია ტრუენტ-ექიმთა (ხელოვან ექიმთა) საერთაშორისო ენციკლოპედიაში (გამომცემელი პროფესორი ა. ზილბერი, 2003-2015) და ქართული ენციკლოპედიის სხვადასხვა სერიაში

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პანკრეასის კუნძულების მორფოლოგიური თავისებურებანი ნორმასა და ექსტრემალურ პირობებში ასაკში", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "პანკრეასისკუნძულების B უჯრედების დაზიანება ასაკში ორგანიზმზე არაადეკვატური ზემოქმედების პირობებში", დაიცვა 1998 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • გერონტოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ევრომეცნიერების ეროვნული სექცია, სამედიცინო დეპარტამენტის სწავლული მდივანი
  • ევროპის ანტი-დაბერების მედიცინის საზოგადოება, დირექტორატის საბჭოს წევრი
  • ევროპის ენდოკრინოლოგთა საზოგადოების საქართველოს ფილიალი, წევრი
  • ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • თვითშემოქმედ ხელოვანთა კავშირი, წევრი
  • საერთაშორისო ორგანიზაცია "930", დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ათეროსკლეროზის ასოციაცია, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოება, გამგეობის წევრი
  • საქართველოს ეროვნული ბიოეთიკის საბჭო, წევრი
  • საქართველოს პათოლოგთა ასოციაცია, დამფუძნებელი, გამგეობის წევრი
  • საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი
  • ტრუენტ-ექიმთა (ხელოვან ექიმთა) საერთაშორისო საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

  • თანამედროვე ლიტვური პოეზია = Dabartine lietuviu poezija : კრებული (მთარგმნელი). - თბილისი, ინტელექტი, 2014. - 196 გვ. - ISBN: 978-9941-454-42-4
  • "ქვეყნის შხამი" : მოზარდ ორგანიზმზე ზოგიერთი მავნე გავლენის პათოლოგიური საფუძვლები : სამეცნ.-მხატვ. ესსეები (თანაავტორი). - თბილისი, მთაწმინდელი, 2014. - 120 გვ. - ISBN: 978-9941-9199-9-2
  • ქართული სიტყვიერება : ტ.10: წერილები : პეტრე ჩაადაევი, მიხეილ ლერმონტოვი, ვასილი როზანოვი, ანდრეი ბელი, ვაჟა-ფშაველა / გრიგოლ რობაქიძე. (მთარგმნელი). - თბილისი, საქპრესა, 2012. - 344 გვ. - ISBN: 978-9941-438-04-2
  • ჩვენც, ექიმები საქართველოსი : თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის კურსდამთავრებულთა ლექსებისა და თარგმანების კრებული : ეძღვნება უნ-ტის 80 წლის იუბილეს (რედაქტორი). - თბილისი, შპს "პოლიგრაფ+", 2010. - 100 გვ. - ISBN: 978-9941-0-2715-4
  • შინაგანი სნეულებანი : 2 ტომად. კომპაქტ-დისკებით (რედაქტორი) // ტ. 2. - თბილისი, მთაწმინდელი, 2009. - 840 გვ. - ISBN: 978-99940-975-8-6
  • უცხო ნაპირი : ლიტვური პოეზია (მთარგმნელი). - თბილისი, ცოდნა, 2007. - 117 გვ. - ISBN: 978-99940-37-29-2
  • ექიმები პოეზიაში : თბილისის სამედ. უნ-ტის კურსდამთავრებულთა ლექსების საიუბილეო კრებული, 1930-2000 (რედაქტორი). - თბილისი, დედაენა, 2000. - 96 გვ. - ISBN: 99928-806-7-8
  • შერისხულნი : ტ. 2 : ჩემი ცხოვრება ენგადი : მოთხრობა ; ჩაკლული სული: რომანი ; ლექსები, წერილები / გრიგოლ რობაქიძე. (მთარგმნელი). - თბილისი, გეა, 1994. - 336 გვ
  • პოეზია : ქართველი პოეტების ახალი ლექსების კრებული (თანაავტორი). - თბილისი, მერანი, 1985. - 229 გვ.