შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ივეტა კაშია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1950 წელს. 1961–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბავშვთა ქირურგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1967–1970წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ანატომიის განყოფილების ასპირანტი; 1971 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 34 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ორი მონოგრაფია. აქვს 25 წლის პედაგოგიური სტაჟი. ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ადამიანის ანატომიის კურსს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის ინტრაორგანული სისხლის ძარღვების ასაკობრივი თავისებურებები", დაიცვა 1975 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |