შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზურაბ კაცაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემიის სახმელეთო ჯარების ექიმთა მომზადების ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1975წწ. იყო ცალკეული სამედიცინო ასეულის(სამხედრო ნაწილის) უფროსი; 1975–1977წწ. სამედიცინო სამსახურის უფროსი სპეციალისტების სკოლის უფროსი; 1977–1986წწ. ცალკეული სასწავლო–სამედიცინო ბატალიონის უფროსი; 1986–1993წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი; 1993 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამხედრო–სამედიცინო ფაკულტეტის დეკანი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს ორი სასწავლო სახელმძღვანელო ერთი მეთოდური სახელმძღვანელო სამოქალაქო თავდაცვაში. მისი ხალმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიდატო დისერტაცია. არის ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი, სამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსტრემალურ სიტუაციებში საქართველოს სამხედრო ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მეცნიერულად დასაბუთებული სისტემის მოდელის შემუშავება", დაიცვა 1997 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |