შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გივი კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფასკულტეტი 1958 წელს. 1964–1974წწ. იყო სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის კლინიკური ორდინატორი, ასპირანტი, ასისტენტი; 1976–1980წწ. თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფესიულ დაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ფუნქციური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1980–1983წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გადაუდებელი თერაპიის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან დოცენტია. ავტორია 68 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია; კურატორობს კატასტროფათა მედიცინის ცენტრის ტოქსიკოლოგიურ და თერაპიულ განყოფილებებს. მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში ისრაელსა (1996) და და იტალიაში (1997). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაწლავთა ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის წყლულოვანი დაავადების დროს მკურნალობამდე და მის შემდეგ", დაიცვა 1972 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |