შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნათელა კაციტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1964 წელს. 1965 წლიდან მუშაობს სისხლის გადასხმის და ჰემატოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად. 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკო–დიაგნოსტიკური ლაბორატორიის გამგე. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ჰემოსტაზის ცვლილებებს სხვადასხვა დაავადების დროს. ქიმი–კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს ჰემოსტაზის დარღვევის საკითხები", დაიცვა 1971 წელს.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |