The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



დოდო კაჭახიძე

დოდო კაჭახიძე
ოფიციალური სახელი:ცისანა კაჭახიძე
დაბადების თარიღი:5 იანვარი, 1941  (84 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

1964–1967წწ. მუშაობდა კოჯრის ბავშვთა ტუბ. სანატორიუმ "ალიონში"; 1969–1978წწ. იყო კარდიოლოგიის ინსტიტუტის არტერიული ჰიპერტონიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1978–1990წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან აღნიშნული განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 50 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის და თირკმლის ფუნქციას ჰიპერტონული დაავადების დროს; ატარებს ლექცია–სემინარებს ორდინატორებთან და პრაქტიკოს ექიმებთან.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტრარენული ჰემოდინამიკა ჰიპერტონული დაავადების დროს", დაიცვა 1975 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    კლინიკური კარდიოლოგიის ინსტიტუტი
    მისამართი:თბილისი, ლუბლიანის ქ. N. 5, სართ.3
    ტელეფონი:032 2 35 90 06