შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ზურაბ კახაბრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1993 წელს. საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდების ექიმი(ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, სამბო, კრივი, ძალოსნობა, ცურვა, ფეხბურთი); 1992-1993წწ. იყო ბატალიონ "ავაზას" ექიმი; 1993-1995წწ. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო სამმართველოს სამკურნალო განყოფილების უფროსის მოადგილე; 1995 წლიდან ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის ექიმი და მწვრთნელი; სპორტის ოსტატი ძიუდოში; სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის ლექტორი. გამოქეყნებულია აქვს სამეცნიერო ნაშრომები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია პლაზმური სკალპელითა და ელექტორმაგნიტური ველის გამოყენებით", დაიცვა 1998 წელს. ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |