The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



გოგი კახიძე

Date of birth:14 November, 1923  (101 years)
Category:Surgeon

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1947 წლიდან იყო ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1963 წლიდან სხვადასხვა დროს სამედიცინო მომზადების ციკლზე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა უმაღლეს სასწავლებლებში: თსუ, კონსერვატორიაში, პედაგოგიურსა და უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1983 წლიდან – სოხუმის სამედიცინო სასწავლებელში. 1988 წელს სამედიცინო ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოაყალიბა პირველი სასწავლებელი კოლეჯი – "სამედიცინო მოწყალება" – გადაუდებელი მედიცინის, ავადმყოფის მოვლის, ტრადიციული და არატრადიციული მედიცინის  შემსწავლელი სამი პროფილის ჯგუფით. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის. სტუდენტობისას, დიდი სამამულო ომის დროს, თავისივე სურვილით სუბორდინატორად მუშაობდა ოფიცერთა N2459–ე ჰოსპიტალში. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტოტალური კოლექტომიის დროს ილეორექტალური ანასტომოზების შედარებითი შეფასება".

Member of Organizations

  • აკად. გრიგოლ მუხაძის სახ. ქირურგიული საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1945 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1941 - მედალი "კავკასიის დაცვისთვის"