The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თენგიზ კედია

დაბადების თარიღი:1 ნოემბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზატორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1970 წელს.

1970–1972წწ. იყო ქუთაისის ს/წ N78947 უმცროსი ექიმი; 1972–1973წწ. ქარელის საავადმყოფოს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი; 1973–1975წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის ექიმი–ორდინატორი; 1984–1991წწ. ქარელის რაიონის მთავარი ექიმი; 1991 წლიდან ალ. წულუკიძის უროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი ექიმი. ავტორია 10 სამეცნიერო ნაშრომის. არის ჯანდაცვის ორგანიზატორი, ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Внесосудистая жидкость легких у больных в ближайшем периоде при протезировании клапанов сердца", დაიცვა მოსკოვში 1988 წელს.