The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



თამაზ სერგოს ძე კერესელიძე

თამაზ სერგოს ძე კერესელიძე
Date of birth:18 August, 1925
Date of death:28 December, 1998  (at 73 years)
Category:Microbiologist

Biography

მიკრობიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში, ამავე ორგანიზაციის ექსპერტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკისა და ინფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, რესპუბლიკის მთავარი ეპიდემიოლოგი, არჩეული იყო ჰოსპიტალური ინფექციების და ანტიბიოტიკების სამეცნიერო საზოგადოების წევრად (აშშ და ინგლისი).

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თბილისის მიკრობილოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიის კათედრის ასპირანტურა, 1961 წელს დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, 1972 წელს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. 1952 წელს ასპირანტურაში ჩაბარების პარალელურად ინიშნება მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის და ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ.  1974 წლიდან – 1995 წლამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის კათედრის გამგეა.

თამაზ კერესელიძეს 1964 წლიდან, როგორც მიკრობიოლოგს იწვევენ სამუშაოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 1966 წლამდე იყო ინდოეთში, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის რეგიონული ბიუროს კონსულტანტ–სპეციალისტი. 1966 – 1970 წლებში მოღვაწეობდა ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ–ბინაში, როგორც ბაქტერიოლოგიურ სნეულებათა განყოფილების უფროსი სამედიცინო მუშაკი, 1974 – 1984 წლებში, ისევ ჟენევაში, ამავე ორგანიზაციის მთავარი სპეციალისტია. 1992 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინატორი საქართველოში. 1985 წლიდან, ამავე ორგანიზაციის ექსპერტია.

მისი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები ეხებოდა განსაკუთრებით საშიში ინფექციურის სნეულებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის პრობლემებს. ამ მიმართულებით გამოქვეყნებული შრომები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში შესაბამისი პროგრამების შემუშავების საფუძველი გახდა. მისი ხელმძღანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გამოქვეყნდა 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი მიკრობიოლოგიის და ეპიდემიოლოგიის პრობლემურ საკითხებზე.

სამეცნიერო და პედაგოგიურ მუშაობაში შეტანილი წვლილისათვის თამაზ კერესელიძე დაჯილდოებული იყო საპატიო ნიშნის და ღირსების ორდენებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ბიფურკაციული ნემსის ორდენი“, რომლითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ თამაზ კერესელიძე ჟენევაში დააჯილდოვა. ის იყო პირველი ქართველი მკვლევარი, რომელმაც აღნიშნული ორდენი ყვავილის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული დამსახურებისათვის მიიღო.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანტისხეულთა გამომუშავებისა და რეპროდუქციის საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაცია - "ქოლერა–ეპიდემიოლოგია, პროფილაქტიკა და კონტროლი", დაიცვა 1972 წელს.

Member of Organizations

  • ანტიბიოტიკების საზოგადოება (აშშ), ექსპერტი
  • ინგლისის ჰოსპ. ინფექციის საზოგადოება, ექსპერტი
  • მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, წევრი

Awards and Honors

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საპატიო ნიშნის მედალი