The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალექსანდრე კვალიაშვილი

დაბადების თარიღი:25 აპრილი, 1895
გარდაცვ. თარიღი:6 თებერვალი, 1974  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:რადიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მოხისი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1920 წელს.

1938-1973წწ. ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რენტგენოლოგიის კათედრას; შეისწავლიდა შინაგანი ორგანოებისა და ძვლოვანი სისტემის რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხებს; შეადგინა რენტგენოდიაგნოსტიკის პირველი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1945), პროფესორი(1947), ექიმი-რენტგენოლოგი. რენტგენელოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია

  • რენტგენოდიაგნოსტიკა : შინაგანი ორგანოები: სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის (ავტორი). - თბილისი, განათლება, 1966. - 203 გვ.