შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
თამარ კვანტალიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს. 1975–1978წწ. იყო მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ქრონიკული უკმარისობის განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1978–1985წწ. ამავე განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985 წლიდან აღნიშნული განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომერლი. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება გულის იშემიური დაავადების სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკასა და მკურნალობის საკითხებს. 1992 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუტებში "ვითა" და "ელეგია და კომპანია". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის იშემიით ავადმყოფებში მიოკარდიუმის ექტოპიური აქტივობის გამოვლენა ფსიქო–ემოციური და სენსორული სტრეს–ტესტების საშუალებით", დაიცვა 1983 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |