The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რუსუდან კვანჭახიძე

რუსუდან კვანჭახიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1965  (59 წლის)
კატეგორია:ენდოკრინოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1989 წელს.

1993–1994წწ. იყო ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1995 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1998 წლის იანვრიდან იოდდეფიციტით გამოწვეულ დარღვევათა პროფილაქტიკის ცენტრის ექიმი–ენდოკრინოლოგი; 1996 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტ "ესკულაფეს" პრორექტორი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ენდოკრინოლოგიის პრობლემებს. 1998 წელს მიღებული აქვს მიკროელემენტების დეფიციტის ელიმინაციის მიკრო–სექტორული კურსის დამთავრების სერთიფიკატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების ქირურგიული და თერაპიული მკურნალობის შედეგების გავლენა თირკმელზე და ჯირკვლის მორფო–ფუნქციურ მდგომარეობაზე", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დიაბეტოლოგთა ასოციაცია, წევრი

ბიბლიოგრაფია