The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ვალერი კვარაცხელია

ვალერი კვარაცხელია
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1958  (66 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპეცფაკულტეტი" - ბიზნესის უმაღლესი სკოლა 1992 წელს.

1984-1986წწ. ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1986-1989წწ. ქ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი; 1989-1992წწ. კურორტ "სქური"-ს მთავარი ექიმი; 1992-1995წწ. კონცერნ "საქკურორტი", პრეზიდენტი; 1995-1999წწ. "საქკურორტბანკი", დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2004-2010წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი; 2010-2014წწ. ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; 2014 წლიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)