შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
ნინო კვეზერელი-კოპაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1940 წელს. 1941 წელს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, ნებაყოფილობით ჩაერთო N14-19 ევაკოგოსპიტალის მუშაობაში, რომელიც გათანაბრებული იყო მომქმედ არმიასთან; წლების განმავლობაში მუშაობდა ჯერ დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, შემდეგ კ. ჩაჩავას სახელობის სამეანო-გინეკოლოგიური კვლევით ინსტიტუტში, სადაც პრაქტიკოსი ექიმის საქმიანობის გარდა ეწეოდა სამეცნიერო კვლევით მუშაობასაც. შეისწავლა ახალშობილთა სუნთქვის ცვლილებების დინამიკა დაბადებიდან პირველ დღეებში, ასევე ორსულებში ნეფროპათიის შემთხვევები და მისი გავლენა ახალშობილებზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო-ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მაჩვენებლები, ახალშობილ ბავშვებში დაბადებული ორსულთა ნეფროპათიით დაავადებულ დედებიდან სიცოცხლის პირველ დღეებში" (რუსულ ენაზე), დაიცვა 1972 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |