შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
რევაზ კვერენჩხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩოჩხათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს. 1971 წელს იყო რუსთავის სან–ეპიდსადგურის ექიმი; 1971–1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის და პროფ–დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1980–1984წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984–1995წწ. დოცენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფია "შრომის ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშენი მასალებისა და კონსტრუქციების მრეწველობის მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1993 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |