The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



რევაზ კვერენჩხილაძე

რევაზ კვერენჩხილაძე
Date of birth:20 January, 1948
Date of death:2020  (at 71 years)
Category:Hygienist

Biography

დაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩოჩხათი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს.

1971 წელს იყო რუსთავის სან–ეპიდსადგურის ექიმი; 1971–1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის და პროფ–დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1980–1984წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984–1995წწ. დოცენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფია "შრომის ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1981 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშენი მასალებისა და კონსტრუქციების მრეწველობის მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1993 წელს.

Member of Organizations

  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, წევრი

Bibliography

  • გარემოს ჰიგიენა (კომუნალური ჰიგიენა) : ლაბორატ.-პრაქტ. სახელმძღვ. თბილ. სახელმწ სამედ. უნ-ტისა და უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. და მაგისტრებისათვის (Co-Author). - თბილისი, შპს "თობალისი", 2008. - 308 გვ. - ISBN: 978-9941-0-0318-9

Contacts Information

  • Business
    თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
    Address:თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 33