The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი კვირიკაშვილი

გიორგი კვირიკაშვილი
დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1991 წელს; 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის ფაკულტეტი, სპეციალობა - მრეწველობის დაგეგმვა; 1998 წელს აშშ ილინოისის უნივერსიტეტი(University of Illinois at Champaign-Urbana, IL, USA, Master of Science in Finance), მაგისტრატურა, ფინანსების მაგისტრი.

1993-1996წწ. იყო "გაერთიანებული ქართული ბანკის" კრედიტივების ოფიცერი, საკრედიტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 1996-1997წწ. "ექსპორტ-იმპორტ" ბანკი, ვიცე-პრეზიდენტი; 1998-1999წწ. "გაერთიანებული ქართული ბანკი", ფილიალების მართვის დეპარტამენტის დირექტორი; 1999 წელს სახელმწიფო კანცელარია - ფისკალური, ფულად-საკრედიტო და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავრობისა და USAID-ის ერთობლივი პროგრამის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი; 2004-2006წწ. პირველი კომერციული ბანკის, აღმასრულებელი მენეჯმენტის კონსულტანტი; 2006-2011წწ. ბანკი "ქართუ"-ს, გენერალური დირექტორი; 2012-2015წწ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015 წელს, ვიცე-პრემიერი 2013-2015 წლებში; 2015- 2018წწ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2003)