The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ალინა კვირკველია

დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1945  (79 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968წელს.

იყო მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული პათფიზიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989 წლიდან კლინიკური ფარმაკოთერაპიის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 37 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ახალი სამამულო და საზღვარგარეთული ვაზო–კარდიოტროპული სამკურნალო საშუალებების კლინიკო–ფარმაკოლოგიურ შესწავლას. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სუპეტინის გავლენა იშემიზირებულ მიოკარდზე ექსპერიმენტში", დაიცვა 1988 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაცია, წევრი