The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნანა კვირკველია

ნანა კვირკველია
დაბადების თარიღი:23 ივნისი, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ნევროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1975 წელს.

1977–1979წწ. იყო ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1979–1988წწ. უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 134 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება პერიფერიულ ნეირომოტორულ აპარატს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიასთენიის კლინიკური ასპექტები საქართველოში", დაიცვა 1986 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიასთენია და მიასთენიური სინდრომები", დაიცვა 2002 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნეიროლოგთა კავშირი, წევრი
  • მსოფლიოს ნეიროლოგთა კავშირი, წევრი
  • საქართველოს ნევრკუნთოვანი და ელექტროდიაგნოსტიკური მედიცინის ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს ნევროლოგთა კავშირი, გამგეობის წევრი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტი
    მისამართი:თბილისი, თევდორე მღვდლის ქუჩა N13
    ტელეფონი:2 34 76 27; 577422366