შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
გიორგი კვიტაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.
1984–1986წწ. კლინიკური ორდინატურა გაიარა ინფექციურ დაავადებათა კათედრაზე; 1986–1990წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტი; 1989–1991წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის ექიმი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციურ დაავადებათა პრობლემებს.
ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პრეპარატ პლაფერონის მოქმედება ზოგიერთ კლინიკურ და ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე მნ. B ჰეპატიტის დროს", დაიცვა 1990 წელს. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
საკონტაქტო ინფორმაცია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |