The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



გიორგი კვიტაიშვილი

დაბადების თარიღი:13 აპრილი, 1902
გარდაცვ. თარიღი:24 დეკემბერი, 1972  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1928 წელს.

დიდი სამამულო ომის დროს იყო 47-ე არმიის მთავარი ეპიდემიოლოგ-ინფექციონისტი. 1954-1979 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ სნეულობათა კათედრას. გ. კვიტაიშვილი იკვლევდა ნაწლავების და ვირუსულ-ინფექციური დაავადებათა კლინიკასა და მკურნალობას. ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1951), პროფესორი(1951).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1940-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1962 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი