The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა კვიტაიშვილი

მარინა კვიტაიშვილი
დაბადების თარიღი:26 მაისი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ინფექციონისტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მიკრობიოლოგიური კათედრის ასპირანტი; 1981–1988წწ. ასისტენტი; 1989 წლიდან ჯგუფის "ვირუსული ჰეპატიტების დისგნოსტიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა" ხელმძღვანელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1996 წლიდან კი თბილისსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის დოცენტი. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომელთა უმრავლესობა ეხება ვირუსული ჰეპატიტების პრობლემებს. გამოცემული აქვს ორი მეთოდური რეკომენდაცია ექიმებისა და სტუდენტთათვის. ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ინტერფერონის როლი ვირუსული ჰეპატიტების მიმდინარეობასა და გამოსავალში", დაიცვა 1982 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი
    მისამართი:თბილისი ალ. ყაზბეგის გამზ.16
    ტელეფონი:599 56 59 17; 2 39 91 44; 2 39 80 18