The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მაია კივილაძე

დაბადების თარიღი:6 მარტი, 1967  (57 წლის)
კატეგორია:სტომატოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი 1991 წელს.

1993–1996წწ. იყო თბილისის სამედიცინო აკადემიის ასპირანტი; 1997 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქირურგიული სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტი, სამედიცინო აკადემიის ფასიანი ინსტიტუტისა და თბილისის სამედიცინო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტი. ავტორია 13 სამეცნიერო ნაშრომის, 2 მეთოდური რეკომენდაციის, 2 რაციონალიზატორული წინადადების და აქვს 2 საავტორო მოწმობა გამოგონებასა და პატენტზე. ყბა–სახის ქირურგი, სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სამედიცინო რეაბილიტაცია სახის შუა და ქვედა ზონის ძვალ–რეკონსტრუქციული ოპერაციების დროს", დაიცვა 1996 წელს