The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნესტორ კიკაბიძე

დაბადების თარიღი:2 თებერვალი, 1947  (78 წლის)
კატეგორია:უროლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1972წწ. იყო გალის რაიონული პოლიკლინიკის ქირურგი; 1972–1973წწ. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი; 1973–1975წწ. ინსტიტუტის კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1975–1976წწ. უროლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1976–1995წწ. კათედრის ასისტენტი; 1995 წლიდან ექიმთა დიპლომის შემდგომი განყოფილების სახელმწიფო აკადემიის კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიური კლინიკის ექიმი. ავტორია 11 სამეცნიერო ნაშრომის. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კოორდინატორი პროგრამისა "უროგენიტალური ტუპერკულოზის დროული გამოვლინება პირველი ჯგუფის ინვალიდთა შორის".

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლატენტური ნეფროტუბერკულოზის დიფერენციალური დიაგნოსტიკა", დაიცვა 1981 წელს

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ა. წულუკიძის სახელობის უროლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი