The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო კიკაბიძე

დაბადების თარიღი:6 მაისი, 1910  (114 წლის)
გარდაცვ. თარიღი:200?
კატეგორია:ორთოპედი, ტრავმატოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1931 წელს.

1931–1933წწ. იყო თბილისის მეშვიდე დისპანსერული გაერთიანების ქირურგი; 1934–1941წწ. ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ორთოპედ–ტრავმატოლოგიური განყოფილების ორდინატორი; 1941–1946წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში – სამხედრო ჰოსპიტლის განყოფილების გამგედ, ამიერკავკასიის ფრონტის ადგილობრივი 195–ე ევაკოპუნქტის უფროს ინსტრუქტორად; 1946–1978წწ. ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომელი, უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და განყოფილების ხელმძღვანელი; 1978 წლიდან არის სამეცნიერო ცენტრის პოლიკლინიკის ექიმი. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. ოცი წლის განმავლობაში იყო საქართველოს ტრავმატოლოგ–ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოების მდივანი ხოლო შემდეგ ამავე საზოგადოების საპატიო წევრი; პირველი ქართველი ორთოპედ–ტრავმატოლოგი ქალი, მან პიველმა გააკეთა ბარძაყის ძვლის დიაფიზის და ბარძაყის ყელის მეტალო–ოსტეოსინთეზი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მენჯ–ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი ამოვარდნილობის მკურნალობა", დაიცვა 1962 წელს.

  

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ტრავმატოლოგ–ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, საპატიო წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • 1985 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1979 - შრომის ვეტერანი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • 1952 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • 1945 - მედალი "გერმანიაზე გამარჯვებისთვის"

ბიბლიოგრაფია