The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარიეტა კიკნაძე

დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1940  (84 წლის)
კატეგორია:ეპიდემიოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1966 წელს.

1966–1969წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1970–1976წწ. სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1976–1983წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტისა ეპიდემიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1983 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის კათედრის დოცენტი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგიისა და პროფილაქტიკის საკითხებს. ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ყივანახველას საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაციის შედეგები და გაუმჯობესებული AKDC ვაქცინის შესწავლა საქართველოში", დაიცვა 1971 წელს