The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მერაბ კილაძე

მერაბ კილაძე
დაბადების თარიღი:2 ივნისი, 1959
გარდაცვ. თარიღი:22 დეკემბერი, 2016  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1985–1988წწ. მუშაობდა ჭიათურის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში; 1988–1990წწ. იყო თბილისის ექსპერიმენტალურ კლინიკურ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი. 1990 წლიდან თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს თორაკოაბდომინალური კლინიკის თანამშრომელია. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის ჰეპატობილარული სისტემის პრობლემებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ექსტრაკორპორალური დეტოქსიკაცია და იმუნოკორექცია ბილიარული სისტემის ჩირქოვან–სეპტიკური დაავადების კომპლექსურ მკურნალობაში",  დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ქირურგიული საზოგადოება, სწავლული მდივანი (1996-1998)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - გრიგოლ მუხაძის სახელობის მედალი
  • 1998 - ლაპაროსკოპიული ქირურგიის სერთიპიკატი (იტალია)
  • 1997 - ლაპაროსკოპიული ქირურგიის სერთიპიკატი (აშშ)

ბიბლიოგრაფია