Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
ზვიად კირტავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.
1984–1987წწ. ასპირანტურაში სწავლისას სამი წლით მივლინებული იყო მოსკოვის რევმატოლოგიის ინსტიტუტში, სპეციალობით "რევმატოლოგია"; 1988–1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ასისტენტი; 1992-1999წწ. გაიარა მრავალჯერადი სამეცნიერო სტაჟირებები რევმატოლოგიაში, ქ. მალმოს ცენტრალურ საუნივერსიტეტო საავამდყოფოში(შვედეთი); 1996 წლის ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სასწავლო ცენტრის დირექტორი; 1996-1999წწ. სტაჟირებები საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და საბიბლიოთეკო საქმეში - ემორის უნივერსიტეტის და აშშ მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე, სატელიტურ ტექნოლოგიებსა და ტელემედიცინაში - მერილენდის უნივერსიტეტში(NASA-ს დაფინანსებით); 2006 და 2008 წლებში - ტრენინგი ჯანდაცვის მენეჯმენტში - ემორის უნივერსიტეტის, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის და სკრენტონის უნივერსიტეტის(ყველა - აშშ) პროგრამებით; 2013 წლიდან ჩაფიძის გულის ცენტრის ელექტრონული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015-2016 წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე. ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა(ძირითადად ინგლისურ ენაზე), რომლებიც შეეხება შოგრენის დაავადებას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, კლინიკური ფარმაკოლოგიის, ელექტრონული ჯანმრთელობის, ტელემედიცინის, დისტანციური სწავლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, რევმატოლოგიის, შინაგანი მედიცინის, მობილური და ქსელური ტექნოლოგიების საკითხებს; რევმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თერაპიის პროფესორი, ელექტრონული ჯანმრთელობის ექსპერტი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული იმუნიტეტის დარღვევათა კლინიკური მნიშვნელობა შოგრენის დაავადებისა და შოგრენის სინდრომის დროს", დაიცვა 1987 წელს Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |