The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან კობალაძე

ლევან კობალაძე
დაბადების თარიღი:მაისი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:პედიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს; სახელმწიფო მართვის მოხელეთა ქართულ–ამერიკული ინსტიტუტი 1995 წელს.

1986–1991წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის კათედრის ორდინატორი, ასპირანტი; 1989–1991წწ. მოსკოვის პედიატრიისა და ბავშვთა ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტ–თანამშრომელი; 1994–1996წწ. სამედიცინო ინსტიტუტ "AB & CO" პრორექტორი; 1996 წლიდან ჯანდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციის სამსახურის უფროსი. ავტორია 26 სამეცნიერო ნაშრომის პედიატრიის, ჯანდაცვის მართვის და ეკონომიკის საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რესპირატორული სისტემის მდგომარეობა ბავშვებში გასტროეზოფაგური რეფლექსიის დროს", დაიცვა 1992 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • სახელმწიფო მართვის მოხელეთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი

ბიბლიოგრაფია