The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა კობალაძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1952  (67 წლის)
კატეგორია:ანატომი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982–1984წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1984–1986წწ. რესპუბლიკური კლინიკური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი–პათანატომი; 1987 წელს რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათანატომი; 1987–1989წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1989 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის ასისტენტი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის, 1994 წელს სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დაუმტკიცეს სადოქტორო დისერტაცია "პირამიდული გზების მოტორული და სენსორული განყოფილების ნეიროციტებისაგან ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსით მიღებული ინფორმაციის მორფოლოგიური ექვივალენტები დაბერების პროცესში". პათ. ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ქსოვილების ბაზოფილების ფუნქციურ–მეტაბოლიზმური აქტივობის მდგომარეობა სეფსისის დროს(კლინიკურ–ექსპერიმენტული გამოკვლევა)", დაიცვა 1994 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ათეროსკლეროზთა შემსწავლელი საერთაშორისო საზოგადოება, წევრი
  • გერონტოლოგთა გერიატრთა საერთაშორისო საზოგადოება, წევრი