The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თემურ კობახიძე

დაბადების თარიღი:2 მაისი, 1955  (64 წლის)
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1979 წელს.

1979–1980წწ. მუშაობდა თბილისის N2 კლინიკურ საავადმყოფოში; 1980-1983წწ. საგარეჯოს რაი–საავადმყოფოში ექიმ–ქირურგად; 1983–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N3 კათედრის ორდინატორი; 1985–1998წწ. თბილისის N4 კლინიკური საავადმყოფოს ქირურგი; 1985–1988წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამკურნალო პროფ. დახმარების სამმართველოს წამყვანი სპეციალისტი; 1997–1998წწ. საქჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის ცენტრის დირექტორი; 1998 წლის აპრილიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპლექსურ–საექსპერტო ანალიტიკური ცენტრის დირექტორი. ავტორია 15 სამეცნიერო ნაშრომის. ზოგადი ქირურგი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მუცლის ღრუს მაგნეტიტის სუსპენზიით ინტროოპერაციული დამუშავცების გავლენა გავრცელებული პერიტონიტით დაავადებულ ავადმყოფთა ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე", დაიცვა 1995 წელს.