შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი) |
მარინე კობახიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი.
1971–1974წწ. იყო თბილისის სახელმწიფო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი სამედიცინო მიკრობიოლოგიის სპეციალობით; 1974–1985წწ. ამავე ინსტიტუტის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1985–1998წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. მუშაობდა სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ასისტენტად. არის 34 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ორგანიზმის იმუნოლოგიური რეაქტივობის, არასპეციფიკური დაცვის ფაქტორებზე, ინფექციურ გართულებათა ეტიოლოგიის პრობლემებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ექიმი–მიკრობიოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ადამიანის ურო–გენიტალური ტრაქტის მიკროპლაზმები", დაიცვა 1977 წელს მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოზე.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |