The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ლევან კობერიძე

ლევან კობერიძე
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 1996 წელს. 2006-2007წწ. სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლაში სწავლობდა ბიზნეს-ადმინისტრირებასა და სტრატეგიულ მარკეტინგს; 1999-2003წწ. მსოფლიოს წამყვან პიარსააგენტოებსა და უნივერსიტეტებში გაიარა მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალური პროგრამები.

1996-1998წწ. სარეკლამო სააგენტო "აუდიენციის" კომერციული დირექტორი და სარეკლამო დეპარტამენტის უფროსი; 1998-2000წწ. მუშაობდა მარკეტინგის მენეჯერად სადისტრიბუციო კომპანიაში "ალიანს კავკასია", რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ალკოჰოლური ბრენდების ("ჰეინეკენი", "მარტინი-ბაკარდი" და სხვა) ექსკლუზიურ იმპორტიორსა და დისტრიბუტორს ამიერკავკასიაში; 2000-2007წწ. ბრენდმენეჯერი და გაყიდვების დირექტორი ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში - "GWS/პენო რიკარის ჯგუფი“; 2005 წლიდან ბრენდინგისა და სტრატეგიული მარკეტინგის კომპანია branding.ge-ს მმართველი პარტნიორი. არის ინტელექტუალური სატელევიზიო გადაცემის "რა? სად? როდის?" ქართული კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ექიმი, პოლიტიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება", წევრი (2016-)
  • საქართველოს ღვინის მწარმოებელთა კავშირი, თავმჯდომარე (2005-2008)