Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website. For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili) |
მერი კობეშავიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუამთა, ვანის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1948 წელს.
1948–1958წწ. იყო ვანის რაიონის საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, 1958–1968წწ. ნ. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ალერგოლოგიური ლაბორატორიის კაბინეტის გამგე, 1969–1982წწ. ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1982 წლიდან იყო თერაპიის ინსტიტუტის საკონსულტაციო პოლიკლინიკის ექიმი–კარდიოლოგი. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებშიც გაშუქებულია ვიტამინი C და B6–ს მოქმედება 17 ვეტოსტეროიდის ექსკრეციაზე ბრონქული ასთმის დროს; აღნიშნული ვიტამინებით ერთდროული დატვირთვის მოქმედება ჰიპოფიზიოადრენალური სისტემის ფუნქციონალური სისტემის ფუნქციონალურ მდგომარეობაზე ბრონქული ასთმის დროს; C, B, PP ვიტამინების შემცველობის დონე კუჭის წყლულოვანი დაავადების "ხაშით"(ქართული საჭმელი) მკურნალობის შედეგად; მიოკარდიუმის ინფარქტგადატანილი ავადმყოფების რეაბილიტაციის პერიოდში სამკურნალო ფიზკულტურის და ზოგი მედიკამენტის მოქმედების საკითხები. აგრეთვე ავტორია მეთოდური წერილებისა(თანამშრომლებთან ერთად) მიოკარდიუმის ინფარქტით დაავადებულთა რეაბილიტაციის საკითხებზე. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. თერაპევტი, კარდიოლოგი, ალერგოლოგი.
საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ბრონქული ასთმის დროს ვიტამინი C და B6 ცვლის და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის ზოგიერთი მაჩვენებლების ცვლილებების საკითხისათვის", დაიცვა 1968 წელს. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |