The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კოვზირიძე

დაბადების თარიღი:6 დეკემბერი, 1942  (81 წლის)
კატეგორია:ონკოლოგი, პულმონოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1965 წელს.

1965–1966წწ. იყო ხარაგაულის რაიონის სოფელ მარელისის საუბნო საავადმყოფოს ქირურგ–ორდინატორი; 1976–1971წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების ქირურგ–ორდინატორი, 1971–1976წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოპერატიული ქირურგიისა და ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრის თანამშრომელი, 1976–1992წწ. ფტიზიო–პულმონოლოგიის კათედრის თანამშრომელი. 1992 წლიდან არის ონკოლოგიის კათედრის თანამშრომელი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პულმონოლოგ–ონკოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "მარცხენამხრივი პულმონოქტომია აორტის მობილიზაციის გამოყენებით", დაიცვა 1988 წელს.