The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მამია კომახიძე

მამია კომახიძე
დაბადების თარიღი:12 ნოემბერი, 1906
გარდაცვ. თარიღი:4 ნოემბერი, 1980  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1930 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ა. ნათიშვილთან, გ. მუხაძესთან, ვ. ტონკოვთან, ს. იუდინთან; 1937–1940წწ. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სახალხო კომისარი; 1946–1956წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული ანატომიის განყოფილების გამგე; 1960–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის გამგე; 1961–1971წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ქირურგი; შეისწავლიდა მიკროცირკულაციის პრობლემებს, მუცლის ღრუს ორგანოების ქირურგიულ დაავადებათა კლინიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემის ტრავმულ დაზიანებას და სხვ. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1943), პროფესორი(1948).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1973-1980)
  • სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადმეიკოსი (1971-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი
  • საპატიო ნიშნის მედალი
  • საპატიო ნიშნის ორდენი