The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კოპაძე

თეიმურაზ კოპაძე
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1953  (70 წლის)
კატეგორია:ანგიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

განათლება

სამედიცინო სკოლა
უკრაინის ქალაქ ჩერნოვცის სამედიცინო ინსტიტუტი 
სამკურნალო საქმე 1971-1974 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.  
სამკურნალო საქმე (1974-1977).სპეციალობა საექიმო საქმე. 

შრომითი საქმიანობა 

2012წ-დან დღემდე შპს  გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, გადაუდებელი სისხლძარღვთა და 

მიკროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

1982 – 2012წწ. თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სისხლძარღვთა და მიკროქირურგიის განყოფილება.  

2003წ-დან დღემდე პ. შოთაძის სახ. სამედიცინო აკადემია,სადაც კითხულობს ლექციების კურსს სისხლძარღვთა ქირურგიაში. 

სერთიფიკატები

სახელმწიფო სერთიფიკატები: 

- ზოგადი ქირურგია,გაცემულია საქ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2000წელი.   

- სისხლძარღვთა ქირურგია,გაცემულია საქ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2002წ.. 

-პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია,გაცემულია საქ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2013 წელი. 

-გულ-სისხლძარღვთა ქირურგია,უმაღლესი საკვალიფიკაციო  კატეგორია-1990წ. 1​

პროფესიული ასოციაციების წევრობა

1998 წლიდან საქართველოს ანიოლოგების და სისხლძარღვთა ქირურგების ასოციაციის გამგეობის  წევრი.საორგინაზაციო 

კომიტეტის თავმჯდომარე.   

2001 წლიდან პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიური ქირურგიის ასოციაციის გამგეობის წევრი.   

2001-2004 წწ. საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის საფაკულტეტშორისო სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

სტაჟირებები: 

●1999, 2010, 2013 და 2016წწ. ავსტრია, ქ.ვენის უნივერსიტეტის სისხლძარღვთა ქირურგიის კლინიკა. 

სამეცნიერო  კონფერ.  მონაწილეობა  

-საქართველო-ავსტრიის პირველი ერთობლივი სიმპოზიუმი,თბილისი 1996წ. 

-სისხლძარღვთა ქირურგიის კონგრესი,გერმანია ქ.იენა 1999წ. 

-ევროპის ქირურგთა საზოგადოების მტევნის ქირურგიის სექციის რეზიდენტთა მეხუთე კონფერენცია, ქ ვენა 1998წ. 

 -ამიერკავკასიის ქირურგთა 12 ყრილობა.2001წ.  

-სისხლძარღვთა ქირურგიის კონფერენცია, გერმანია- ქ.ბერლინი 2012წ. 

-პლასტიკურ-რეკონსტრუქციული და სისხლძარღვთა ქირურგიის კონგრესი.თბილისი 2015წ. 

-საქართველო - ისრაელის XII კონფერენცია, ისრაელი, თელ-ავივი.2015წ. 

პუბლიკაციები

საკანდიდატო დისერტაცია 1989წ - “თორაკოდორსალური ნაფლეთის გამოყენება რეკონსტრუქციულ პლასტიკურ ქირურგიაში”.   

სადოქტორო დისერტაცია 2003წ. “რეგიონალური სისხლის მიმოქცევის მნიშვნელობა მტევნის მწვავე შერწყმული ტრავმის კომპლექსური აღდგენითი მკურნალობის დროს”. 

ერთი რაც. წინადადება 1986წ.  სამი დაპატენტებული გამოგონება:  

პატენტი U761-2000;წ. U846-2001წ. U 847-2001წ. 

 სახელმწიფო  ჯილდოები

- ღირსების მედალი ,საქართველოს პრეზიდენტის N98 განკარგულებით 1999წ. 12 თებერვალი. 

-ეროვნული სერთიფიკატი,ნომინაცია-2015წლის სპეციალისტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი
    მისამართი:თბილისი, წინანდლის ქ. 9
    ტელეფონი:2 77 15 47; 2 77 16 72; 599 36 10 00
    ელ.ფოსტა: