The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



რევაზ კორინთელი

რევაზ კორინთელი
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ფსიქიატრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1976 წელს.

1976-1977 წწ. გაიარა ინტერნატურა ფსიქიატრიაში ქ.თბილისის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.   1978–1980წწ. იყო აჭარის რესპუბლიკური ფსიქო–ნევროლოგიური  საავადმყოფოს ექიმ–ორდინატორი; 1980–1982წწ. მუშაობდა საზღვაო–სანაოსნო გემებზე ექიმად; 1982–1984წწ. მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტში კლინიკურ ორდინატორად; 1984–1991წწ. ამავე ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ–თანამშრომლად, 1991 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი და ინსტიტუტთან არსებული ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი. 1986 წ. მივლინებულია მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ფსიქოთერაპიისა და სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრაზე ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად. 1993, 1995-1996 წლებში სწავლობს იუნგის ფსიქოანალიზს ქ. ციურიხში, კ.გ. იუნგის ინსტიტუტში. 2002 წელს სტაჟირებას გადის ქ.პარიზში ფსიქოანალიტიკური ფორმაციისა და ფროიდისეული კვლევის ასოციაციაში – ანალიტიკური სივრცე – Association de Formation Psychoanalytique et de Recherches Freudiennes L’Espace Analytic), სადაც ეზიარება ფსიქოანალიზის ფრანგულ სკოლას.  2001 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია. არის ავტორი სამეცნიერო ნაშრომებისა,  რომლებიც ეხება ნევროზების დიაგნოსტიკას, პროფილაქტიკასა და მკურნალობას, ფსიქოთერაპიას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, რესპუბლიკური ფსიქოთერაპიული ცენტრის ხელმძღვანელი, ფსიქიატრი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დეპრესიულ მდგომარეობათა ჯგუფური ფსიქოთერაპია ნევროზების კლინიკაში", დაიცვა 1990 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ამერიკის ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, საპატიო წევრი (2005-)
  • საერთაშორისო ანალიტიკური ფსიქოლოგიისა და საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, ნამდვილი წევრი
  • სამხედრო–სამედიცინო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი
  • საქართველოს ანალიტიკური ფიქოლოგიისა და საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაცია, პრეზიდენტი (2002-)
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ფსიქოთერაპევტთა და კლინიკურ ფსიქოლოგთა ასოციაცია, თანაპრეზიდენტი (1992-)
  • წამების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაცია, გამგეობის წევრი (1993-)