The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ბორის კორსანტია

ბორის კორსანტია
დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1942
გარდაცვ. თარიღი:15 ნოემბერი, 2020  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოჩამჩირე.

დაამთავრა ვიტებსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს.

 1967 წელს ქ. ლენინგრადის ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტის ასპირანტურა, მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა ხარისხი  . 1967–1969წწ. მუშაობდა სოხუმის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტში; 1969–1972 წლებში თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტში;  1972 – 1978 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე. 1978–1988წწ. თბილისის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1988 წლიდან იყო თბილისის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. 1975 წელს - მოიპოვა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, 1980 წელს პროფესორის წოდება. 1978 - 1985 ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე, 1985 წლიდან დღემდე მუშაობს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში - იმუნოლოგიური განყოფილების გამგე.  1994 წელს - მედიცინის და ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. 2002 წლიდან მოღვაწეობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“ როგორც კონსულტანტი იმუნოლოგიაში და ასევე სამეცნირო სფეროში.    ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ვირუსოლოგიის და იმუნოლოგიის ასპექტებს სხვადასხვა პათოლოგიების დროს. გამოქვეყნებული აქვს 4 მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სბი–ინფექციური იმუნოლოგიის განყოფილების გამგე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "Условия и выявления биологической активности интерферона клеточных   культурах".

სადოქტორო დისერტაციის თემა – "Перинатальные вирусные инфекции и передача эндогенного  интерферона потомству в период беременности и лактации", დაიცვა 1975 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საექსპერტო საბჭო, წევრი
  • საქართველოს იმუნოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიური სამეცნიერო აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მედიკო–სოციალური აკადემია, აკადემიკოსი

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    სამედიცინო ცენტრი "მარჯანი" დერმატოვენეროლოგია და ესთეტიკური მედიცინა
    მისამართი:თბილისი, ატენის ქ. 3
    ტელეფონი:2 24 10 99; 551 57 45 22
    ელ.ფოსტა: