The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ავთანდილ კოჭლამაზაშვილი

Date of birth:29 September, 1946  (78 years)
Category:Cardiologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1970 წელს.

1971–1982წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერიმენტალური და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1982–1992წწ. საქართველოს სახელმწიფო კონცერნ "საქკურორტის" თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის მიმღები საკონსულტეციო განყოფილების გამგე; 1992 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ახალი სამკურნალო პრეპარატების კლინიკური აპრობაციის განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 102 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს 10 ბროშურა და 4 მონოგრაფია. 1995 წლიდან არის კვიპროსის ქ. ნიქოზიის საერთაშორისო უნივერსიტეტის – ინტერკოლეჯის საპატიო ლექტორი; 1987 წლიდან საერთაშორისო სამეცნიერო–საგანმანათლებლო საზოგადოება "ცოდნის" ლექტორი. მონაწილეა კარდიოლოგიის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი მრავალი საერთაშორისო სკოლა–სემინარების, სამეცნიერო თავყრილობის, კონგრესების და სიმპოზიუმების. მისი თაოსნობით განხორციელებულია ახალი პრაქტიკული რეკომენდაციები გულის კუნთის ინფარქტის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით. კარდიოლოგი

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულის არითმიები მიოკარდიუმის ინფარქტის პირველი სამი დღეღამის განმავლობაში და მათი მკურნალობის ეფექტურობა",  დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ჰემოსტაზის სისტემის უჯრედულ–ჰუმორალურ ფაქტორთა მდგომარეობა ანგიონევროზული სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ახალგაზრდა ასაკის ავადმყოფებში", დაიცვა 1991 წელს.

Member of Organizations

  • საქართველო–კვიპროსის თანამეგობრობის საერთაშორისო საზოგადოება, თავმჯდომარე (1995-)

Bibliography