The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



თეიმურაზ კოხრეიძე

თეიმურაზ კოხრეიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1963  (61 წლის)
კატეგორია:თერაპევტი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1986 წელს.

1979-1980წწ. თბილისის კალინინის რაიონის თბომეურნეობის სამმართველო, საექსპლუატაციო-სარემონტო კანტორა, III თანრიგის ზეინკალი; 1986-1987წწ. რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, ექიმი-ინტერნი; 1987-1989წწ. ტყვარჩელის ქალაქის ცენტრალური საავადმყოფო, ცეხის ექიმი-თერაპევტი; 1989-1990წწ. მარნეულის რაიონული საავადმყოფო, სისხლის გადასხმის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლაზერული გამზომი სისტემების ცენტრი; 1991 წელს 25-ე პოლიკლინიკა, უბნის თერაპევტი; 1991-1993წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1993-1995წწ. საქართველოს მინისტრთა კაბინეტი, პრემიერ-მინისტრის მოადგილის სამდივნოს გამგე; 1995-2009წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის სამდივნო - დეპარტამენტის დირექტორი, საგანგებო დავალებათა ელჩი; 2004-2007წწ. სს "საქნავთობი", აპარატის უფროსი; 2006-2008წწ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, სსიპ "დიპლომატი", უფროსი; 2009-2011წწ. შპს "ფიუჩარ პროდაქტს კომპანი", დირექტორი; 2012-2013წწ. შპს "ჯორჯია ტრანზიტი", დირექტორის მრჩეველი ადმ. საკითხებში; 2012-2016წწ. შპს "პეტროკას ენერჯი ჯორჯიას", კონსულტანტი ადმ. საკითხებში; 2013-2016წწ. შპს "არგოტრანსჯორჯია", კონსულტანტი. ექიმი, პოლიტიკოსი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2016-2020)
  • საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველები“, წევრი (2016-)