The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



ნინო კუპატაძე

ნინო კუპატაძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:კარდიოლოგი, ქირურგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1984 წელს.

1984–1986წწ. ორდინატურის გასავლელად მივლინებული იყო ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტში; 1990 წლიდან არის ქირურგიის ინსტიტუტის კარდიოქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი. არის 10 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც ეხება ვოლფ–პარკინსონ–უაიტის სინდრომით დაავადებულთა მიოკარდიუმის ფუნქციურ მდგომარეობას დამატებითი კონის ეპიკარდიული ელექტროიმპულსური დესტრუქციის შემდგომ შორეულ პერიოდში. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. კარდიოქირურგიული განყოფილების მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვოლფ–პარკინსონ–უაიტის სინდრომის დროს დამატებითი წინაგულოვან–პარკუჭოვანი კონის ელექტროიმპულსური დესტრუქციის ახალი ოპერაციის რეზულტატების კლინიკო–ფუნქციონალური შეფასება", დაიცვა 1990 წელს.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    ღია გული - კარდიოქირურგიული კლინიკა
    მისამართი:თბილისი, თემქა XI მიკრო I კვარტალი( 5 კლინიკური საავადმყოფო)
    ტელეფონი:2 60 18 14; 2 52 05 25