The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



სულიკო კუპრაძე

დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:იმუნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1967 წელს.

1967–1970წწ. იყო მოსკოვში ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1970–1972წწ. თბილისის სანიტარიისა და ჰიგიენის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1978წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ცენტრალური სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიის განყოფილების გამგე; 1978–1990წწ. მორფოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990 წლიდან სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგეა. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ინფექციების პრობლემას, პლაფერონის როლს ონკოლოგიაში, იმუნოლოგიაში. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "ვირუსული და მიკრობული ინფექციების მოდელირება უჯრედულ და ორგანულ კულტურებში"(თბ., "მეცნიერება", 1985), "ექსპერიმენტული გრიპის მიმდინარეობა და მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში"(თბ., "მეცნიერება", 1986). ვირუსოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ნეირამინიდაზის ფუნქციური მნიშვნელობა გრიპისა და პარაგრიპის ინფექციის დროს", დაიცვა 1971 წელს.