The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Physicians of Georgia
HomeCategories  
Search
Person Name:

This unique reference book contains biographies of physicians who worked from the beginning of Georgian medical history to present day . Health workers, physicians and their descendants have the opportunity to participate in this project and are able to provide biographical information about Georgian physicians through this website.

For detailed information please call - 577730507 (Tamar Taktakishvili)



ვახტანგ კურცხალია

ვახტანგ კურცხალია
Date of birth:24 February, 1921  (104 years)
Category:Obstetrician-gynecologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1942–1943წწ. იყო საგარეჯოს, 1944 წელს თიანეთის, 1945 წელს თეთრიწყაროს სახალხო სანიტარული ინსპექტორი; 1952 წლიდან მუშაობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში №1 მეან–გინეკოლოგიური კათედრის ასისტენტად, 1966 წლიდან დოცენტად, 1975 წლიდან პროფესორია. 1973–1976წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 105 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება მეანობა–გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია ორი საკანდიდატო დისერტაცია(1976, 1979). მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი(1975).

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ჰიპოოვარიულ მოშლილობათა ახტალის ტალახით მკურნალობა", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "ქალის შინაგანი სასქესო ორგანოების მწვავე ანთების მკურნალობა დეციმეტრული ტალღებით", დაიცვა 1973 წელს.

Member of Organizations

  • საკავშირო მეან–გინეკოლოგიის საზოგადოების პლენუმი, წევრი (1973-1976)
  • საქართველოს მეან–გინეკოლოგიის საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 1985 - შრომის ვეტერანი
  • 1975 - მედალი "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავთან დაკავშირებით"
  • მედალი "შრომითი მამაცობისთვის"