The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
საქართველოს ექიმები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ეს უნიკალური ცნობარი შეიცავს საქართველოს ექიმების ბიოგრაფიულ მონაცემებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ ქართული მედიცინის ისტორიის სათავეებიდან დღემდე. მედიცინის მუშაკებს, ექიმებს, მათ შთამომავლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ მონაწილეობა ამ პროექტში და მოგვაწოდონ ბიოგრაფიული ცნობები მათთვის ცნობილი ექიმების შესახებ როგორც ამ საიტის მეშვეობით, ასევე, ტელეფონით 577730507 (თამარ თაქთაქიშვილი)



მარინა ლაბაძე

დაბადების თარიღი:21 დეკემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1963 წელს.

1963–1966წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის ასპირანტი; 1966–1975წწ. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1975 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 28 სამეცნიერო ნაშრომის ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის, ემბრიოლოგიის, ნეირომორფოლოგიის საკითხებზე.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური ნერვული სისტემების სხვადასხვა განყოფილებების მორფომეტრიული მონაცემები", დაიცვა 1967 წელს. 

ბიბლიოგრაფია

  • ჰისტოლოგია : სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის (ავტორი). - თბილისი, შპს "თობალისი", 2011. - 256 გვ. - ISBN: 978-9941-423-21-5
  • ჰისტოლოგია : სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტთათვის (ავტორი). - თბილისი, შპს "თობალისი", 2006. - 195 გვ. - ISBN: 99940-36-81-5